
პოზნერი საქართველოში დაბრუნებას გვპირდება
05/04/2021 15:36:50 პოლიტიკა
რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის წამყვანი, ცნობილი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი პირობას დებს, რომ სამომავლოდ საქართველოში დაბრუნდება, ბოლო მისი ვიზიტის დროს განვითარებული ცნობილი მოვლენების მიუხედავად.
საავტორო პროგრამის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ მომხდარის გამო არავისზეა ნაწყენი.
«მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოზე და ქართველებზე არანაირი წყენა არ მაქვს, თანაც საპატიო კახელი ვარ და, რაღა თქმა უნდა, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში - ამას წყალი არ გაუვა», — განაცხადა პოზნერმა.
თბილისში ბოლო - საპირველაპრილო ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები მან "საქართველოს გამალებულ შიდა პოლიტიკურ ბრძოლას" დაუკავშირა და განაცხადა, რომ "ოპოზიციამ მისი ვიზიტი ერთგვარი [ალქაჯების - რედ.] ვაქჰანალიის მოსაწყობად გამოიყენა".
«კვერცხის ტყორცნის მოყვარულები, მით უფრო, თუ ამაში ფულს უხდიან, ყველა სახელმწიფოში არსებობენ" - დასძინა ვლადიმირ პოზნერმა.