IRI – რესპონდენტთა 39% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებს
05/04/2021 13:31:30 საზოგადოება
„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (IRI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 44% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. გამოკითხულთა 6%–ის თქმით, იმ შემთხვევაში გაიკეთებს თუ დამსაქმებელი ან კანონი მოსთხოვს, ხოლო რესპონდენტთა 39% ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. 12%-მა არ იცის, გაიკეთებდა თუ არა აცრას.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


