"ფლანგვის დეტექტორი": "პოზნერის მასპინძელ რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 2015-2021 წლებში 520 000 ლარის შეკვეთები მისცეს"
05/04/2021 13:14:39 საზოგადოება
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტის დიმიტრი პოზნერის მასპინძელ, ბენო ქაშაკიშვილის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 2015-2021 წლებში 520 000 ლარის შეკვეთები მისცეს.
დეტექტორი წერს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა.
ქაშაკაშვილი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო.
გარდა ამისა, "ფლანგვის დეტექორის" მონაცემებით, 2016-20 წლებში ქაშაკაშვილმა და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405 000 ლარი შესწირეს.
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა 1 აპრილს დილით დატოვეს.


