Accentnews.ge
"წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული"

"წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული"

05/04/2021 12:32:28 საზოგადოება

"წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული", – ამის შესახებ ჯანდავის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერშ განაცხადა.

"რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულებს, დღეს ჯერ ადრე არის ამაზე საუბარი, ვინაიდან იცით, რომ ინფექცია მატულობს, მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა. ამასთან ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული. ჩვენ წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას, ამ ეტაპზე, ჩვენ არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S