
სამფეროვანი დროშა და გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა
12/07/2019 11:06:27 სხვა, საზოგადოება
საქართველოს სამფეროვანი დროშა და ძველი გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.
როგორც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაშია ნათქვამი, მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ პირველი რესპუბლიკის დროშის ესკიზსა და გერბის ესკიზს.