საქართველოში კიდევ ერთი ვაქცინა შემოვა
05/04/2021 07:14:02 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.
"ჩინეთის მთავრობა საქართველოს ასევე გადასცემს უსასყიდლოდ SINOVAC-ის ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი დოზა. დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოზაა აზერბაიჯანში. წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით, მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ საქართველომ ჩინეთისგან ვაქცინა უკვე მიიღო. საუბარია SINOPHARM-ზე რიომელიც ქვეყანაში შაბათს, 2 აპრილს შემოვიდა.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ "ფაიზერის" ვაქცინა მიიღო. "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ.


