Accentnews.ge
ნავთობის ფასები შემცირდა

ნავთობის ფასები შემცირდა

05/04/2021 06:58:46 ეკონომიკა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირდა. კერძოდ, ორშაბათ დილის მონაცემებით, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 0,5%–ით დაეცა და ბარელზე 64,53 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება აშშ–ის თხევადი ნავთობის ფასს, მან 0.4%​–ით დაიკლო და ბარელზე 61.20 აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულის მიზეზად გასულ კვირას მიღწეული შეთანხმება სახელდება. კერძოდ, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, რუსეთი და მათი მოკავშირეები (OPEC+) ნავთობის წარმოების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

გარიგების თანახმად, OPEC+ შეთანხმდა, რომ მაისის თვეში ნავთობის წარმოებას დღეში 350 000 ბარელით შეამცირებს, ივნისში – 350 000 ბარელით, ხოლო ივლისში – 400 000 ბარელით.

ცნობისთვის: საქართველოში საწვავი მომხმარებლებს ბოლო სამი თვის განმავლობაში 60 თეთრით გაუძვირდათ. ვინაიდან წლის დასაწყისიდან ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

როგორც ცნობილია 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე 2017 წლიდან გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S