Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 228 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 228 შემთხვევა დაფიქსირდა

05/04/2021 06:40:08 საზოგადოება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3822 პირი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275024 -მდე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,1%–ს პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,48%, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,85%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S