ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა
05/04/2021 06:21:42 საზოგადოება, რეკლამა
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად სარემონტო სამუშაოები შიდა ქართლში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე დასრულდა.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.


