Accentnews.ge
ბორელი -კულებას: "ევროკავშირი თქვენთანაა"

ბორელი -კულებას: "ევროკავშირი თქვენთანაა"

05/04/2021 05:44:10 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბრისას დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები განიხილეს.

"ბორელმა დაარწმუნა კულება ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან განაცხადა: ”ევროკავშირი თქვენთანაა”, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისი ცნობით, ჟოზეფ ბორელმა დმიტრი კულება 19 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

ცნობისთვის: 2 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს დამატებითი ზომები.

"აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციებს აქვს ადგილი. ალიანსის გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. იძულებული ვიქნებით, მივიღოთ დამატებით ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

1 აპრილს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინსმა და უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S