Accentnews.ge
საბერძნეთმა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა 19 აპრილამდე გაახანგრძლივა

საბერძნეთმა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა 19 აპრილამდე გაახანგრძლივა

05/04/2021 05:35:50 მსოფლიო

საბერძნეთმა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა 19 აპრილამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო მიიღო.

ახალი წესების მიხედვით, ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, საბერძნეთში ჩასვლის დროს თან იქონიოს 72 საათით ადრე ჩატარებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, ისინი ვალდებული იქნებიან, 7-დღიანი კარანტინი გაიარონ, გამონაკლისს წარმოადგენენ ისრაელის მოქალაქები.

საბერძნეთში სკოლები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები დახურულია. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 273 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8300 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S