საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 464 შემთხვევა გამოვლინდა
04/04/2021 06:50:35 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 464 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 454 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში ჩატარდა 15 649 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 002, „პისიარ“ ტესტით – 7 647.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,97%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,01%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 811 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 822 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი.
ამასთან, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.


