
სოხუმის ცენტრში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, არიან დაღუპულები
12/07/2019 10:08:38 კონფლიქტები, სხვა, სამართალი
აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დედაქალაქ სოხუმის ცენტრში დიდების პარკის მიდამოებში დღეს შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 1 - დაიჭრა, - იუწყება «Нужная газета».
როგორც დე ფაქტო შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ინციდენტი გამთენიისას მოხდა.
მისივე ინფორმაციით, დაღუპული აინარ კვიცინია, ხოლო დაჭრილი - ალიას კვიცინია, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, მომხდარის გარემოებებს გამოძიება ადგენს.