Accentnews.ge
"ერთი პოლიციელი დაიღუპა. რთული დრო გვიდგას. ვთხოვ მოსახლეობას, კაპიტოლიუმის პოლიცია და მისი ოჯახის წევრები ლოცვებში მოიხსენიოს"

"ერთი პოლიციელი დაიღუპა. რთული დრო გვიდგას. ვთხოვ მოსახლეობას, კაპიტოლიუმის პოლიცია და მისი ოჯახის წევრები ლოცვებში მოიხსენიოს"

02/04/2021 19:02:23 მსოფლიო

კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იოგანანდა პიტმანი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმთან მომხდარ თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა.

"კაპიტოლიუმთან, კონსტიტუციის გამზირზე ავტომობილი ჯერ პოლიციელებს შეეჯახა, შემდეგ კი – ბარიკადს. მანქანიდან გადმოსვლის დროს მძღოლს ხელში დანა ჰქონდა და ერთ–ერთი პოლიციელი დაჭრა. აღნიშნულის შემდეგ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარის შედეგად დაშავებული 2 სამართალდამცველი და თავდასხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ–ერთი პოლიციელი და თავდამსხმელი დაიღუპნენ. რთული დრო გვიდგას. ვთხოვ მოსახლეობას კაპიტოლიუმის პოლიცია და მისი ოჯახის წევრები ლოცვებში მოიხსენიოს", – აცხადებს პიტმანი.

კაპიტოლიუმი და მასთან მისასვლელი გზები ამ დრომდე დაკეტილია. კაპიტოლიუმთან ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალები გადაისროლეს.

თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S