Accentnews.ge
კაპიტოლიუმთან ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალები გადაისროლეს

კაპიტოლიუმთან ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალები გადაისროლეს

02/04/2021 18:44:32 მსოფლიო

აშშ–ში, კაპიტოლიუმთან ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალები გადაისროლეს.

"ოპერაციის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ", – განუცხადეს CNN–ს ეროვნულ გვარდიაში.

ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმთან, კონსტიტუციის გამზირზე ავტომობილი პოლიციელებში შევარდა, შემდეგ კი ბარიკად დაეჯახა. მანქანიდან გადმოსვლის დროს მძღოლს ხელში დანა ჰქონდა და ერთ–ერთი პოლიციელი დაჭრა. აღნიშნულის შემდეგ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც კაპიტოლიუმის პოლიციაში აცხადებენ, მომხდარის შედეგად დაშავებული 2 სამართალდამცველი და თავდასხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ–ერთი პოლიციელი და თავდამსხმელი დაიღუპნენ.

კაპიტოლიუმი და მასთან მისასვლელი გზები ამ დრომდე დაკეტილია.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S