აშშ-ში, კაპიტოლიუმთან ავტომობილი პოლიციელებში შევარდა
02/04/2021 18:12:51 მსოფლიო
აშშ-ში კაპიტოლიუმთან, კონსტიტუციის გამზირზე ავტომობილი პოლიციელებში შევარდა. აღნიშნულის შემდეგ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანიდან გადმოსვლის დროს მძღოლს ხელში დანა ჰქონდა და ერთ–ერთი პოლიციელი დაჭრა.
როგორც კაპიტოლიუმის პოლიციაში აცხადებენ, დაშავებულია 2 სამართალდამცველი, თავდასხმაში ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.
მისივე ცნობით, სამივე მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
კაპიტოლიუმი და მასთან მისასვლელი გზები დაკეტილია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


