Accentnews.ge
ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა

ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა

02/04/2021 17:45:32 მსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერების საუბარი 30-40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

კიევში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები შეიყვანეს.

მანამდე, კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს დამატებითი ზომები.

"აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციებს აქვს ადგილი. ალიანსის გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. იძულებული ვიქნებით, მივიღოთ დამატებით ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინსმა და უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S