გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია
02/04/2021 16:05:11 საზოგადოება
ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია. იგი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" იმყოფება.
ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით დეტალებზე კლინიკაში არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, დოჩანაშვილს გულის პრობლემები აქვს.


