"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დაკავებები გრძელდება
02/04/2021 13:49:03 საზოგადოება
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დაკავებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის ერთ–ერთი მონაწილე დააკავა.
დემონსტრანტების თქმით, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც აქტივისტმა ადგილზე ხმის გამაძლიერებელი ჩართო.
მანამდე, ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები მიმდინარეობს, 12 პირი დააკავეს.
დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატი გია ვოლსკი მივიდა, იგი შეძახილებმა "მონა" გააღიზიანა და აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა. ვოლსკის ამ საქციელმა აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, ამის შემდეგ კი პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.

"ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. დემონსსტრანტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.


