Accentnews.ge
კრემლის თქმით, თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს დამატებითი ზომები

კრემლის თქმით, თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს დამატებითი ზომები

02/04/2021 12:48:53 მსოფლიო

კრემლის თქმით, თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს დამატებითი ზომები.

"აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციებს აქვს ადგილი. ალიანსის გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. იძულებული ვიქნებით, მივიღოთ დამატებით ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინსმა და უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S