"სინოფარმი" საქართველოში ხვალ შემოვა, თუმცა აცრის დაწყებამდე ჯანმო-ს ავტორიზაციას დაველოდებით"
02/04/2021 09:27:40 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" საქართველოში ხვალ ჩამოვა, თუმცა ვაქცინაციის დაწყებამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას დელოდებიან.
"სინოფარმით" ვაქცინაციის დასაწყებად ჩვენ მზად ვიქნებით უკვე მომდევნო კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, 2 კვრაზე ვსაუბრობთ. სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს "სინოფარმის" გამოყენებისთვის და არჩევანიც მოქალაქემ შესაძლოა გააკეთოს, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი ნდობა და კეთილგანწყობა ექნება ვაქცინას, როცა თანაბარი ავტორიზაციის სტატუსი ქნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


