55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს 18:00 სთ-დან შეძლებენ
02/04/2021 09:09:53 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ.
„სულ 8909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6893 „ასტრაზენეკას“, 2016 პირი კი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.


