გაბუნია განმარტავს, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა
02/04/2021 09:01:50 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას გაცხადებით, "ამ ეტაპზე ფართო ე.წ. ლოქდაუნი არ იგეგმება".
"ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ე.წ. ლოქდაუნი. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება. გვესმის ყველას, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნეს აქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია მცირე, ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად. ეს არის, ის რაც ახლა კეთდება", – აცხადებს გაბუნია.


