ტრამპის ადმინისტრაციამ იტალიური რესტორნის მფლობელს სანქციები შეცდომით დაუწესა
02/04/2021 07:07:45 მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იტალიური რესტორნის მფლობელს სანქციები შეცდომით დაუწესა, - იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, შეცდომა მაშინ მოხდა, როდესაც ადმინისტრაციამ ე.წ. შავ სიაში ვენესუელური ნავთობით მოვაჭრეები შეიყვანა.
ვერონაში რესტორნის მფლობელის, ალესანდრო ბაზონის განცხადებით, მან იანვარში აღმოაჩინა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ე.წ. შავ სიაშია.
თეთრი სახლის ცნობით, ალესანდრო ბაზონი ვენესუელური ნავთობის უკანონო ვაჭრობაში მართლაც იყო ჩართული, თუმცა საუბარია სხვა პიროვნებაზე, რომელსაც იდენტური სახელი და გვარი აქვს.
როგორც BBC წერს, რესტორნის მფლობელს შეცდომით დაწესებული სანქციები ცოტა ხნის წინ მოუხსნეს.


