Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 529 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 529 შემთხვევა გამოვლინდა

02/04/2021 06:52:43 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 529 შემთხვევა გამოვლინდა, 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 659, „პისიარ“ ტესტით – 9 987.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15% ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო შვიდი დღის – 1,73%.

ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 34, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 30, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 930 პირი გამოჯანმრთელდა, 3 798 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S