თბილისის მეტროპოლიტენში კაცი გარდაიცვალა
02/04/2021 06:42:19 საზოგადოება
მეტროს სადგურ ისანში შუახნის კაცი გარდაიცვალა.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, კაცის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.


