Accentnews.ge
მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა

01/04/2021 21:24:58 საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა.

მეუფე სტეფანეს ბრძანების თანახმად, ისინი "სინანულისთვის" ​ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განწესდნენ.

"როგორც ახლახან გვაცნობეს, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება:

ბრძანება #5

მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში", - ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S