Accentnews.ge
გახელაძე ოჯახის წევრებს ცხინვალის ციხეში შეხვდა

გახელაძე ოჯახის წევრებს ცხინვალის ციხეში შეხვდა

01/04/2021 19:47:04 საზოგადოება

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ოჯახის წევრები შეახვედრეს,– იუწყება პირველი არხი.

ირკვევა, რომ შეხვედრა 31 მარტს შედგა, თუმცა ოჯახმა ინფორმაცია წითელი ჯვრის მოთხოვნით ამ დრომდე არ გაასაჯაროვა.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში შვილებთან და მამათილთან ერთად იმყოფებოდა.

„ოთხი წავედით ოჯახიდან – მე, მამათილი და ბავშვები. ორსაათ-ნახევარი მოგვცეს დრო. ზაზა ეფერებოდა ბავშვებს, კოცნიდა, მათთან არ უნდოდა თქმა იმის, რამდენად უიმედოდ არის. ზაზამ იცის, რომ მუშაობს ხელისუფლება, თუმცა იმედი არ აქვს, რომ რაიმე შეიცვლება. მაიმედებს, 12 წელი მალე გავაო. ერთ სივრცეში შევხვდით ყველა და ორსაათ-ნახევარი გვქონდა დრო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია“,- განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ცნობისთვის: 5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართვეოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S