პოზნერის მასპინძელი:“მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო“
01/04/2021 16:34:12 საზოგადოება
რუსი ჟურნალისტის, კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის მასპინძელი საქართველოში მირანდა მირიანაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პატიებას ითხოვს:
"მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც, ვინც მლანძღავს, .არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.
თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსეა ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.
გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო,"- წერს მირანდა მირიანაშვილი.
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.


