გამყრელიძე სააღდგომოდ რიგი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს
01/04/2021 15:35:39 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელი ამირან გამყრელიძე ეპიდვითარების გაუარესების შემხვევაში, სააღდგომოდ რიგი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს.
„გთხოვთ ყველას, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ სააღდგომო, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. თუ დაახლოებით ეს ეპიდსიტუაცია გვექნა, რაც დღეს გვაქვს და არ წავიდა სერიოზულ, ნახტომისებურ ზრდაში და შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში (300-400-500 დღეში), მაშინ სერიოზული წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ, თუ იქნა ეს კლასტერები, რაც დღეს გვაქვს და ისინი გამრავლდა, თუ შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია განსაკუთრებით, წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ამ ყველაზე მარტივი რეკომენდაციების დაცვისკენ - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ თავშეყრებს, დიდ ქორწილებს, სუფრებს, ნებისმიერი მიზნით შეკრებებს და მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს“,– განაცხადა გამყრელძემ.


