Accentnews.ge
რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, აიცრას პირი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით

რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, აიცრას პირი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით

01/04/2021 13:29:44 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, თუ ცნობილია, რომ კონკრეტული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის (რომლითაც ადამიანი გეგმავს, აიცრას) შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ არსებობს მძიმე ალერგიული რეაქციის ისტორია, შესაბამისად, ეძლევა რეკომენდაცია თავი შეიკავონ ამ ვაქცინით აცრისგან.

"თუმცა ამას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტს სამედიცინო პერსონალი. უშიშრად მიმართეთ ვაქცინაციის პუნქტებს და თქვენი წარსული ალერგიული რეაქციების შესახებ ისტორია მოუყევით ექიმს, რომელიც შეაგროვებს ამ ინფორმაციას და გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენი ვაქცინაცია", – დასძინა ზახაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S