უნდა აიცრას თუ არა ადამიანი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელსაც უკვე ჰქონია ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსია მედიკამენტებზე ან შრატებზე
01/04/2021 13:20:25 საზოგადოება
"თუ ადამიანს მედიკამენტებზე ან შრატებზე უკვე ჰქონია მწვავე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსია, მან მაინც უნდა გაიკეთოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„სამედიცინო პერსონალი, რომელიც მობილიზებულია ვაქცინაციის ცენტრებში, ავსებს სპეციალურ კითხვარს. თუ ადამიანი აღნიშნავს, რომ მას მედიკამენტზე ან ვაქცინის წინა დოზაზე ოდესმე ჰქონია რეაქცია, მედიკოსი შეაფასებს ამ რეაქციის გამეორების ალბათობას, გამომდინარე ვაქცინის უშუალო შემადგენელი კომპონენტებისგან და ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა აიცრას თუ არა კონკრეტული ადამიანი“, - განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ადამიანს აქვს ასთმა, რეკომენდირებულია გაიკეთოს, კოვიდ–საწინააღმდეგგო ვაქცინა:
„ასთმის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან თვითონ კოვიდით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს და შესაბამისად, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა აიცრას".


