ჩინეთმა საქართველოს “სინოვაკის” ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად გადასცა
01/04/2021 13:02:27 საზოგადოება
ჩინეთმა საქართველოს “სინოვაკის” ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ის შაბათს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს აქვს 5 ვაქცინა წარმოებაში, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში ანუ გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები, ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის „სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100 000-100 000 დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია უკვე, დაახლოებით, 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართოდ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის, რასაც ჯანმო განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთი არის უნგრეთის მარეგულირებელი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის და ამ ორ ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანმო–ს ავტორიზაციაზე. როგორც წინასწარი ინფორმაციით, ადრეულ აპრილში უნდა განიხილონ და მისცეს ჯანმო-მ ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქართველოში", – განაცხადა გამყრელიძემ.


