Accentnews.ge
"საქართველოში ამ ეტაპზე ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა გამოვლენილი, მას ქვეყანაში ფართო ცირკულაცია ჯერ–ჯერობით არ მიუღია"

"საქართველოში ამ ეტაპზე ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა გამოვლენილი, მას ქვეყანაში ფართო ცირკულაცია ჯერ–ჯერობით არ მიუღია"

01/04/2021 13:04:25 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა გამოვლენილი.

​"ბრიტანული შტამის საერთო რაოდენობა უკვე 72 არის, მათ შორის იყო 19–კაციანი კლასტერი. საბედნიეროდ, ჯერ ქვეყანაში არც ბრაზილიური და არც სამხრეთ აფრიკული შტამები არ გამოვლენილა. ახლაც მიდის გარკვეული საეჭვო შემთხვევების კვლევა. მოგეხსენებათ, რომ ამის დადგენა საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია. ჯერ–ჯერობით ისე ჩანს, რომ ბრიტანულ შტამს ფართო ცირკულაცია არ მიუღია საქართველოში. დაცვა ერთი და იგივეა ყველგან – პირბადე და დისტანცია", – აცხადებს იმნაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S