"კომენდანტის საათის" გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ, მოგეხსენებათ, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილმა ეს შეზღუდვა საღამოს 6 საათიდან დააწესა"
01/04/2021 12:50:39 საზოგადოება
"კომენდანტის საათის" გადაწევას რეკომენდაციას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს, რადგან ეპიდვითარება ქვეყანაში არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენცია აქვს", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"მობილობის შემცირება არის ერთ–ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდვითარება ამას ასე თუ დავიჭერდით, მაშინ იყო საუბარი, რომ განიხილებოდა "კომენდანტის საათის" შემცირება და გადაწევა. თუმცა ამ ეტაპზე ეს არ განიხილება. ალბათ იცით განცხადებები რამდენიმე ევროპული ქვეყნის, სადაც, პირიქით, "კომენდანტის საათი დააწესეს სარამოს 6 საათიდან", – აცხადებს გამყრელიძე.


