Accentnews.ge
ოპოზიციის შემდეგ პოზნერს აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებაც იწვევს

ოპოზიციის შემდეგ პოზნერს აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებაც იწვევს

01/04/2021 12:55:31 კონფლიქტები, პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია თბილისიდან გაძევებულ ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერს იუბილეს ულოცავს და აფხაზეთში იწვევს.

«გულითადად გილოცავთ იუბილეს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას თქვენ და თქვენს ახლობლებს! აფხაზეთის ყველა მაცხოვრებელი გაკვირვებულია ვითარებით, რომელიც თქვენს ირგვლივ თბილისში ვიზიტის დროს შეიქმნა. მხოლოდ აღშფოთებას შეიძლება, იწვევდეს იმ ვითომ კავკასიელების ქცევა, რომლებმაც საუკუნოვანი კავკასიური ტრადიციები დაარღვიეს. იცოდეთ, რომ აფხაზეთში ყოველთვის გულით გელიან. გიწვევთ ჩვენს რესპუბლიკაში, გვეწვიეთ ნერბისმიერ დროს!», – მიმართა, აფხაზური მედიის ცნობით, პოზნერს ბჟანიამ.

მანამდე პოზნერი სოხუმში აფხაზურმა ოპოზიციურმა «სახალხო მოძრაობამაც" მიიწვია. ამასთან, პრორუსული რევანშისტული ოპოზიცია ცდილობს, თბილისური ინციდენტი კრემლის იმ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული გზავნილის საბაბად გამოიყენოს, თითქოს "საქართველო სრულიად დაშორდა თავის სახელგანთქმულ სტუმართმოყვარეობას, ზოგადად კავკასიურ ტრადიციებს და უკვე ძალიან შორსაა წასული კავკასიელებისთვის სრულიად უცხო დასავლური ფასეულობებისაკენ".

როგორც დღეს მოძრაობის ლიდერმა - ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა არდგურ არძინბამ განაცხადა, ის, რაც პოზნერს თბილისში შეემთხვა, "ამის კიდევ ერთი დასტურია".

"ჭეშმარიტი კავკასიელი შინ მოსისხლე მტერსაც კი არ შეეხება, აფხაზეთის აღმოსავლელმა მეზობელმა კი დიდი ხანია, გადაწყვიტა უარის თქმა საკუთარ იდენტობაზე , კულტურაზე, ტრადიციებზე და კიდე ერთხელ - უკვე მერამდენედ "გამოიჩინა თავი». ჩვენ - აფხაზები მზად ვართ, პოზნერს ჭეშმრიტი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა ვუჩვენოთ" - დასძინა მან.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ სცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ თბილისი დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S