Accentnews.ge
ზახაშვილი: "ორსულების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე ჯერ პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს, რადგან ორსულებში ვაქცინების  გამოყენების შესახებ კვლევები  ჩატარებული არ არის"

ზახაშვილი: "ორსულების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე ჯერ პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს, რადგან ორსულებში ვაქცინების  გამოყენების შესახებ კვლევები  ჩატარებული არ არის"

01/04/2021 12:15:35 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების შესახებ კლევები ჩატარებული არ არის, შესაბამისად, ორსულების აცრებზე ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.

„ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის. თუმცა, ცდები ჩატარებულია ცხოველებზე, რაც აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენული ეფექტი არც ერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია და ცხოველთა პოპულაციაში რისკებს არ მოიცავს. თუმცა ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის. შესაბამისად, ორსული ადამიანების აცრისთვის ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს. თუმცა, თუ ორსულობისას შემთხვევითი მიზეზით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას, არამედ ორსულობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S