"ფაიზერით" ვაქცინაციის მეორე ეტაპზე რეგისტრაცია დღეს 18:00 სთ-დან იწყება
01/04/2021 11:09:14 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ფაიზერით" ვაქცინაციის მეორე ეტაპზე რეგისტრაცია დღეს 18:00 სთ-დან იწყება. ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება:
- თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
- ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
- ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge /რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებია ხელმისაწვდომი. აცრის შესაძლებლობა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს ზომოთ წლის მოქალაქეებს აქვთ.


