Accentnews.ge
მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიაროქოსთან იმყოფება და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიაროქოსთან იმყოფება და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

01/04/2021 11:01:28 საზოგადოება

მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიაროქოსთან იმყოფება. იგი პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

„მრევლი ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას, ვისაც დაუშვებენ, ჩვენ დისტანციით გვსურს მასთან შეხვედრა. მან თქვა, რომ მეუფე პეტრე უძღები შვილია და მელოდება, ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, სახარება არასწორად განმარტა. [...] თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე „უძღები შვილი“ ვარ, მზად ვარ მოვიხადო ბოდიში და შენდობა ვითხოვო. მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავად არის „უძღები შვილი“, ღვთის წინაშე, რომელიც ღმერთს განუდგა და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს“, - აცხადებს მეუფე პეტრე.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S