Accentnews.ge
ქარდავა, სანიკიძე, დეკანოიძე და ღლონტი შსს-ში მისვლაზე უარს აცხადებენ

ქარდავა, სანიკიძე, დეკანოიძე და ღლონტი შსს-ში მისვლაზე უარს აცხადებენ

12/07/2019 07:21:02 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს, ოღონდ სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

"ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან, თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში, როცა დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. შესაბამიასად, ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ", - განაცხადა დეკანოიძემ.

გუბაზ სანიკიძეც აცხადებს, რომ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

"როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები, მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვისხდეთ. ადამიანებს, რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ", – განაცხადა სანიკიძემ.

20 ივნისის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს.  მათ შსს-ში დღეს 12:00 საათზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ( ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე ელოდებიან.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S