Accentnews.ge
კალიფორნიაში, ბიზნესცენტრში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მცირეწლოვანი

კალიფორნიაში, ბიზნესცენტრში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მცირეწლოვანი

01/04/2021 06:29:40 მსოფლიო

კალიფორნიაში, ბიზნესცენტრში სროლის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია. კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.

„ესოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად ბოროტმოქმედი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტი ლოს ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამთენიისას მოხდა. ბიზნესცენტრის შენობაში სხვადასხვა კომპანიის ოფისებია განლაგებული. მათ შორის, სადაზღვევო და საკონსულტაციო კომპანიები.

პოლიციის ცნობით, მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S