Accentnews.ge
საფრანგეთმა საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

საფრანგეთმა საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

01/04/2021 06:18:11 მსოფლიო

საფრანგეთმა ინფიცირების შემთხვევების კიდევ უფრო მატების თავიდან ასაცილებლად ერთთვიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა: ქვეყანაში სამი კვირით დაიხურება სკოლები, დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი დისტანციურად იმუშავებს.

ამოქმედდა ღამით გადაადგილების შეზღუდვა, შაბათს საღამოდან კი გადაადგილება მხოლოდ 10 კმ-ის პერიმეტრში იქნება შესაძლებელი, უფრო დიდ მანძილზე გადაადგილებისთვის სპეციალური საშვია საჭირო. „კომენდანტის საათის“ მოქმედებისას 19:00-06:00-მდე.

იმ დასაქმებულ მშობლებს, რომლებსაც სასწავლო დაწესებულებების დახურვის გამო შვილების სახლში დატოვება და მათზე ზრუნვა უწევთ, სახელმწიფო ნაწილობრივი უმუშევრობის უფლებას მისცემს.

"ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია შესვენების გარეშე" - მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას. ემანუელ მაკრონს სურს, პროცესი დაჩქარდეს: 60+ ასაკის ადამიანების ვაქცინაცია 16 აპრილიდან, 50+ ასაკის 15 მაისიდან დაიწყონ. საყოველთაო ვაქცინაცია ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S