
Air Canada-ს თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა – არიან დაშავებულები
12/07/2019 06:38:41 სხვა, მსოფლიო
Air Canada-ს თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. მომხდარის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 35 ადამიანი.
თვითმფრინავი ვანკუვერიდან სიდნეისკენ მიფრინავდა და ბორტზე სულ 284 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შემდეგ, ის ჰავაის მიმართულებით გაუშვეს.
სამედიცინო დახმარება დაშავებულებს ჰონოლულუს აეროპორტში აღმოუჩინეს.
ავიაკომპანიის განცხადებით, მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ სასტუმროს ჰონოლულუში, სანამ ავსტრალიაში ახალი რეისი არ დაიგეგმება.