იტალიაში ჯანდაცვის სექტროისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
01/04/2021 06:04:20 მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანდაცვის სექტორის ყველა თანამშრომელმა უნდა გაიკეთოს, - იუწყება Reuters ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით.
განკარგულებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის კაბინეტმა დაამტკიცა, ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის ფარმაცევტები, ვალდებულებია არიან, ვაქცინაცია ჩაიტარონ. ხოლო მათ, ვინც უარს იტყვიან, შესაძლოა, მუშაობის უფლება წლის ბოლომდე ანაზღაურების გარეშე შეუჩერონ.
”ამ ნაბიჯის მიზანია, სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებისგან მაქსიმალური დაცული იყოს”, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
იტალიაში, გასული წლის დეკემბრის ბოლოდან ვაქცინის 10 მილიონი დოზაა გამოყენებული. ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 60 მილიონიანი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებული ამ დრომდე 3.1 მილიონი მოქალაქეა.
გასული თვის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა და მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა.


