Accentnews.ge
პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა

პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა

01/04/2021 04:09:04 საზოგადოება

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 40-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. პოზნერი თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებას 3 აპრილს აპირებდა, თუმცა გეგმები მწვავე პროტესტის გამო შეეცვალა.

მანამდე რუსულ მედიასთან საუბრისას საქართველოდან დროზე ადრე გამგზავრება არც თავად პოზნერმა გამორიცხა. "არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება დაგეგმილზე ადრეც", - განუცხადა პოზნერმა თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსულ მედიას.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S