დღეიდან თბილისში რიგი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური იცვლება
01/04/2021 03:47:14 საზოგადოება
დღეიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსითა და ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მგზავრები ახალ მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.
მისივე ინფორმაციით, თბილისში 2021 წლის ბოლომდე არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.


