Accentnews.ge
"კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან"

"კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან"

01/04/2021 03:12:04 საზოგადოება

"კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან!",- ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერთან და მის სტუმრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

„თუ ჩაგეძინათ და ახლა შიშით შემოდიხართ, წუხანდელი ამბების გასაგებად... კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან! რუსეთი ოკუპანტია“,- წერს მაქარაშვილი.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S