ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: "ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა, რუსი პროპაგანდისტი მოვიდა"
31/03/2021 21:35:43 პოლიტიკა, საზოგადოება
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს ეხმიანება.
"ის, რაც თბილისში ხდება, რეალობის სევდიანი და სიმბოლური ანარეკლია - ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა, რუსი პროპაგანდისტი მოვიდა", – წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში.
თბილისში ვლადიმირ პოზნერის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.


