ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი: "ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა""
31/03/2021 12:52:22 პოლიტიკა, ეკონომიკა
"ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა", – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ბიზნესმენებსა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებოდით დღევანდელ შეხვედრაზე. ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რასაკვირველია, გაცვლითი კურსი ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა [პრემიერმა], ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ", – აცხადებს ფხაკაძე.


