Accentnews.ge
"გაჩნდა კლასტერული შემთხვევები, უკვე გვაქვს მცირე ეპიდაფეთქებები"

"გაჩნდა კლასტერული შემთხვევები, უკვე გვაქვს მცირე ეპიდაფეთქებები"

31/03/2021 10:27:30 საზოგადოება

"კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების კლასტერული ტენდენცია გამოჩნდა, რაც იმის პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარი შემოკრა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია. მართალია, სერიოზულად შევამცირეთ ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ დამარცხებისგან ჯერ შორს ვართ. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ გადავცდით 600-იან ზღვარს, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოჰკრა გონგი განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული, ჯგუფური ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას ევლება, ხდება სწრაფად იზოლირება, კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ და ისევ მოვეშვით, განსაკუთრებით რაიონებში იმართება დიდი თავყრილობები. ქორწილები იქნება თუ ჭირის სუფრები, ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების. ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს. თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, თბილ პერიოდში შევალთ შედარებით მეტი იმედით, რომ მესამე ტალღას ავცდებით. თუ არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ, ვითარება გაუარესდება. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჩვენსა და მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რომ როგორმე ქვეყანაში მესამე ტალღის დაწყება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S